“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
31 წლის არგენტინელმა გასულ თვეში 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ეს ჯილდო აგუეროსთვის მე-7 აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან მოიტოვა “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი და “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი.
ამავე ტიტულზე სხვა პრეტენდენტებთან ერთად იყვნენ: “ლივერპულელი” ჯორდან ჰენდერსონი და ალისონ ბარკერი.
წყარო: sportall.ge