ავარია, რომელზეც ყველა იოცნებებდა – ზიზუსა და გახარებული დაზარალებულის „სელფი“

497
იგნასიო ფერნანდესი მადრიდის უბან “ვალდებებასში” თავისი მანქანით მისეირნობდა, როცა მცირე ინციდენტი მოუხდა – უკნიდან სხვა მანქანა დაეჯახა.
მანქანიდან კი ვინ, ვინ და მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გადმოვიდა, რომელიც “ბლანკოსის” ვარჯიშზე მიიჩქაროდა.
“როგორც კი დავინახე, რა თქმა უნდა, მაშინვე ვიცანი და ვუთხარი: “თქვენთან შეხვედრა სხვა გარემოში ვისურვებდი, თუმცა ცუდი არც ეს არის,”- ამბობს იგნასიო La Voz de Galicia-სთან საუბარში.
მომხდარი ამბის ზედმეტი გახმაურებისა და აჟიოტაჟისაგან თავის დასაღწევან, ავეჯის მაღაზიის მფლობელმა იგნასიომ ზიზუს დაზღვევის საბუთების მოგვიანები მოგვარება შესთავაზა და მასთან “სელფის” გადაღება სთხოვა, რათა ეს მომენტი სამუდამოდ აღებეჭდა.
“ვუთხარი, თუ შეიძლებოდა, ჩემთან “სელფი” გადაეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუჯერებდა, რომ ზიდანი მანქანით სწორედ მის ავტომობილს დაეჯახა.
ზინედინმა თავაზიანად მითხრა თანხმობა, ქუდი მოიხადა და ჩვენც ფოტო გადავიღეთ,”- დაამატა იგნასიომ.
Sportall.Ge
ამის შემდეგ იგნასიოს ზიდანის წარმომადგენელი დაუკავშირდა, დაზარალებულს მადლობა გადაუხადა, რომ მან ზიზუ ზედმეტი თხოვნებით არ შეაწუხა და ვარჯიშზე არ დააგვიანებინა.
წყარო: sportall.ge
SHARE