ედენ აზარი მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელი კარგა ხნის წინ გახდა, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია რა ნომრით ითამაშებს ესპანურ გრანდში.
გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება, რომ ბელგიელმა გადაწყვეტილება მიიღო და „სამეფო კლუბის“ ღირსებას 23-ნომრიანი მაისურით დაიცავს. „რეალში“ ადრე ამ ნომრით დევიდ ბექჰემი ირჯებოდა, მაგრამ როგორც წყარო წერს, აზარის არჩევანი ბექჰემთან კავშირში არაა.
ედენმა 23 ნომერი ლეგენდარული კალათბურთელების, მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის საპატივცემულოდ აიღო.
საერთოდ, აზარს 10 ნომერი სურდა, მაგრამ ის ლუკა მოდრიჩის საკუთრებაშია და ხორვატმა მის დათმობაზე უარი განაცხადა. აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში “რეალის” რიგებში 23-ნომრიანი მაისურით სერხიო რეგილონი თამაშობდა, რომელმაც გუნდი უკვე დატოვა.
წყარო: worldsport.ge