ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

630
დღეს, 8 აპრილს, ქართული ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ლეგენდა ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა. Sport-live.ge-ს რედაქცია ულოცავს ბატონ ალექსანდრეს და მის ოჯახს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ჩივაძე არაერთი ქართველი ფეხბურთელის ინსპირაციაა.
ალექსანდრე იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას. ის არის: საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ორგზის საბჭოთა კავშირის თასის (1976,1979) და თასების მფლობელთა თასების გამარჯვებული (1981) და ასევე, სხვა უამრავი პირადი და ეროვნული ჯილდოს მფლობელია. 1980 წელს ჩივაძე გახდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
ალექსანდრე საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია.
წყარო: sportall.ge
SHARE