ბრაზილიის ნაკრების კაპიტანმა დანი ალვეშმა ლიონელ მესის ემოციური პოსტი მიუძღვნა:
“ფეხბურთი მარცხის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მთავარი პატივისცემა, დამსახურებები და მიღწევებია.
რთულია იმის ახსნა, თუ რამდენს ნიშნავ ჩემთვის და როგორ დამეხმარე კარიერის განმავლობაში.
დიდებული ხარ, არა მხოლოდ შენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდი.” – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.
წყარო: goal.ge