ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან კონფლიქტზე ისაუბრა.
ბლატერის თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ მან “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი “რეალის” თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს შეადარა.
– ოქსფორდში კონფერენციაზე სტუდენტებს ვუთხარი, რომ ისინი ორივე კარგები იყვნენ, მაგრამ მესი ბავშვია, რომლის ყოლას ნებისმიერდი დედა ოცნებობს, ხოლო რონალდო უფრო რობოტივითაა. კრიშტიანო უკმაყოფილო იყო, ხოლო “რეალის” პრეზიდენტი განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა.
– რა გითხრათ ფლორენტინო პერესმა?
– რომ სხვათაშორის “რეალის” საპატიო წევრი ხარო…
– და ასეთი სიტყვების შემდეგ ამ პოსტზე დარჩით?
-დიახ, დამაწინაურეს კიდეც! მაგრამ ფლორენტინო ძალიან გაბრაზებული იყო. “როგორ შეგიძლია მსგავსი რამე თქვა, როცა თავად ხარ “რეალის” საპატიო წევრი?” – მკითხა პერესმა. მე ვუთხარი, რომ ეს პირადი გემოვნების ამბავი იყო. ის გადაირია და მითხრა, რომ დაუყონებლივ განმემარტა ჩემი სიტყვები. შემდეგ კი კრიშტიანომ “ოქროს ბურთი” მოიგო.
წყარო: sportall.ge