ლეგენდარული იტალიელი მეკარე დინო ძოფი „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების კარის დარაჯს, ალექს მერეტს აქებს. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კიპერის განცხადებით, მერეტი უფრო ძლიერია, ვიდრე თავად 22 წლის ასაკში იყო.
„მერეტი ძალიან კარგი მეკარეა, ჩემზე უკეთესი, ვიდრე მე მის ასაკში ვიყავი. ჯერ ახალგაზრდაა და ძალიან კარგი თვისებები აქვს. იტალიის ნაკრებში დონარუმას კონკურენტია ძირითადი შემადგენლობისთვის“, – თქვა ძოფმა.
22 წლის მერეტი „ნაპოლიში“ გასული სეზონიდან გამოჩნდა და ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალვე მოიკიდა. იტალიაში მასზე დიდ იმედს ამყარებენ. რაც შეეხება ძოფს, ხსენებულ ასაკში ისიც „ნაპოლის“ კარს იცავდა, მაგრამ იტალიის ნაკრებში დებიუტი მხოლოდ 26 წლისას ჰქონდა.
წყარო: worldsport.ge