შესაძლოა, ზამთარში მოსკოვის “სპარტაკი” ნახევარმცველებმა – ჯანო ანანიძემ და აიაზ გულიევმა დატოვონ, – ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-გამოცემა “სპორტ24” ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “სპარტაკის” ხელმძღვანელობა შეეცდება, რომ ამ ფეხბურთელებს კარიერის გასაგრძელებლად ვარიანტები შესთავაზოს.
ანანიძე “სპარტაკში” 2009 წლიდანაა. ამ პერიოდის განმავლობაში, 27 წლის ქართველმა “სახალხო გუნდის” მაისურით, ყველა ტურნირზე, 146 თამაში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში სულ 6-ჯერ გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ “სპარტაკმა” ანანიძე იჯარით ორჯერ უკვე გაუშვა – 2013/14 წლების სეზონში, არტიომ ძიუბასთან ერთად, “როსტოვში” მიოდრაგ ბოჟოვიჩის ხელმძღვანელობით ითამაშა და რუსეთის თასის მფლობელი გახდა. 2019 წლის პირველი ნახევარი კი სამარის “კრილია სოვეტოვში” (აქაც ბოჟოვიჩთან) გაატარა და იქაც საკმაოდ კარგად გამოიყურებდოა, სანამ ტრავმას მიიღებდა.
ერთა ლიგის გათამაშებაში ბელარუსთან ნახევარფინალური მატჩი 26 მარტს გაიმართება და ასეთ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე “ჯვაროსნების” ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის მდგომარეობა ყველას გვაღელვებს. იმედია, ჯანო “სპარტაკს” მოშორდება. სხვაგავრად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ფორმაში შევიდეს.
წყარო: lelo.ge