არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას (კონმებოლი) თავდამსხმელ ლეო მესის ბოდიში გაუგზავნა.
მესიმ კოპა ამერიკაზე მსაჯები და კონმებოლი კორუფციაში დადანაშაულა, შეიძლება დასაჯონ და ბოდიშის მოხდაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.
წერილში ნათქვამია, რომ მესიმ კონმებოლის რომელიმე თანამშრომელი კონკრეტულად არ დაადანაშაულა და ეს ცხელ გულზე თქვა.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ბოდიშის მოხდის შემდეგ კონმებოლის ეთიკის კომიტეტი მესის არ დასჯის.
წყარო: sportal.ge