საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩში, ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ 2:1 მოუგო. შეხვედრა კარსონში (აშშ) გაიმართა.
ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. პირველი ბურთი 49-ე წუთზე, მიუნხენელთა მცველმა, ლუის პოზნანსკიმ საკუთარ კარში გაიტანა. 20 წუთში რობერტ ლევანდოვსკიმ თავურით გაათანაბრა. 88-ე წუთზე კი ინგლისელთა ჭაბუკმა შემტევმა, ედვარდ ნკეიტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შემდეგ შეხვედრას „არსენალი“ „ფიორენტინასთან“ გამართავს, „ბაიერნი“ კი მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 21 ივლისს გაიმართება.
წყარო: worldsport.ge