არჩილ ბერიძე: ბათუმის დინამოს ამ პროექტს ანალოგი არ ექნება!..

416

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ ბათუმის “დინამო” შპს “ლამინი ჯგუფის” მფლობელ არჩილ ბერიძეს ოფიციალურად მართვაში გადასცესვინც გუნდს ორი წლის განმავლობაში გენერალური სპონსორის რანგში ისედაც პატრონობდა

იყო დრობათუმის “დინამოს” ფინანსურად არ უჭირდა და თბილისის “დინამოს” კონკურენციას უწევდამაგრამ საჩემპიონო გუნდად მაინც ვერ ჩამოყალიბდა და ყველას თავი მხოლოდ სათასო მებრძოლად დაამახსოვრა.

ლამინი ჯგუფის” მისვლამ გუნდი აბსოლუტურად შეცვალაგია გეგუჩაძის დანიშვნამ კი ამბიცია გაუმყარა და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული – ჩემპიონატს თბილისის “დინამოსთან” ერთად ლიდერობსმეორეხარისხოვანიაწლეულს გუნდი ჩემპიონი გახდება თუ არა.

მთავარი ისაარომ ანგისას ბაზაზე ჩატარებულმა მატჩებმა ეროვნულ ლიგაში საფეხბურთო ატმოსფერო და მის მიმართ ინტერესი შეცვალა – ბათუმში თამაშს იმდენი მაყურებელი ესწრება და ისეთ გარემო იქმნებაადგილზე მატჩების ყურებაფეხბურთელებისთვის კი იქ თამაში დიდი სიამოვნებააამ საქმეში არჩილ ბერიძეს დიდი წვლილი მიუძღვის

რა შეიცვლება იმითრომ კლუბის გენერალური სპონსორი მისი მეპატრონე გახდებაამ თემაზეცკლუბის განვითრების მისეულ ხედვაზეჯოვინო ფლამარიონის მიმართ უცხოური კლუბების ინტერესზეილია კოკაიას ინტერვიუში გაჟღერებულ თემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე “ლელოს” ბათუმის “დინამოსა” და “ლამინი ჯგუფის” მფლობელი არჩილ ბერიძე ელაპარაკა

ქალაქებს შორის კონკურენცია

– მშენებელი კაცი ფეხბურთში გასაკვირი არ არისმადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტიამაგრამ ის მსოფლიოში უძვირესი ბრენდის თავკაციათქვენ კი ფეხბურთით მაშინ და ისეთ ქვეყანაში დაინტერესდითსადაც ეს სახეობა მომგებიანი არ არის

– ხშირად, უცხოეთში რომ დავდიოდი, ვუყურებდი საშუალოევროპული დონის ლიგების თამაშებს და სულ მიჩნდებოდა სურვილი, რომ იგივე ზეიმი ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში, ჩემს მეგობრებთან ერთად მენახა. გავიდა წლები და მომეცა საშუალება, რომ ეს ოცნება რეალობად გვექცია. ბათუმის “დინამოს” დახმარება პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ და მიხარია, ეროვნულ ლიგაში გარემო რომ შევცვალეთ.

– ანგისაში ახლა ისეთი რამ ხდებარამაც საქართველოს ჩემპიონატში ვითარება ნამდვილად შეცვალა

– რეალურად რომ ვთქვათ, ქალაქებს შორის კონკურენცია საფეხბურთო კლუბებმა სასურველ კალაპოტში, სპორტული შეჯიბრების მიმართულებით გადავამისამართეთ. მაგრამ ეს დასაწყისია. კლუბი მფლობელობაში გადმოგვეცა და ჩვენ შესაბამისი ვალდებულებები ავიღეთ, რომ გუნდს მივხედოთ, განვავითაროთ და ადრე თუ გვიან მივიდეთ იქ, სადაც ჩვენს ყოფნას გულშემატკივარი ითხოვს – ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

– ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი თბილისისა და ბათუმის “დინამოს” შორის კონკურენციამ და ტრანსფერებში შეჯიბრებამაც გაზარდა

– მე ეს ძალიან მახარებს. ლევან მჭედლიძესთან დაკავშირებით ნათქვამმა ფრაზებმა გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელებთან ვმეგობრობ და ეს გაუგებრობა მალე მოგვარდა. ვიცი, რომ ჩვენ ორივეს გვახარებს ამ კონკურენციაში “საბურთალოსთან”, “ტორპედოსთან”, “ლოკომოტივთან”, “ჩიხურასთან” და ყველა კლუბთან ერთად ქართული ფეხბურთის საქმეს რომ ვაკეთებთ. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ჯანსაღი ბრძოლა მაყურებელზე აისახება.

აქციები და ბაზა

– კლუბის თქვენს ოფიციალურ საკუთრებაში გადმოცემით რა შეიცვლება?

– ჩვენი მიდგომები არ შეიცვლება, რაც გვსურდა, იმავეს ვცდილობთ, მაგრამ ხელფეხი გაგვეხსნება, რომ მეტი გავაკეთოთ და გუნდს უფრო მეტად დავეხმაროთ.

– ამბობდითრომ ბათუმის “დინამოს” აქციებს გულშემატკივართა კლუბს გადასცემდით

– ახლაც იმავეს ვაპირებ, მაგრამ ჯერ ამ საკითხს დალაგება უნდა.

– ანუ?

– ამ აქციებს ფასი უნდა დაედოს და ბათუმის “დინამო” ევროპულ კლუბს დაემსგავსოს – საჭირო საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და საკლუბი სტრუქტურის თანამედროვე დონეზე აყვანა, ბათუმის “დინამო” ყველა მიმართულებით საუკეთესო რომ გახდეს. ანუ ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ აქციების შეძენა არაფერს ნიშნავდეს, მას ზურგს რეალური ღირებულება უნდა უმყარებდეს. სხვაგვარად აქციების გადაცემას აზრი არ აქვს. ამიტომ, აუცილებელია ანგისას ბაზაზე სამუშაოები გაგრძელდეს.

აქვე ვიტყვით, რომ ბათუმის “დინამოს” ოფიციალურმა გვერდმა “ალფა არქიტეტურის” მიერ დამუშავებული ანგისას ბაზის პროექტი წარმოადგინა, რომლის განხირციელების შემთხვევაშიც გუნდის საფეხბურთო ბაზა გამორჩეული იქნება.

პროექტი არის შექმნილი ევროპული სტანდარტებით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით და რამდენიმე ნაწილისგან შედგება – მოიცავს საბავშვო აკადემიას, რომელიც აღჭურვილი იქნება სარელაქსაციო და საგანმანათლებლო სივრცეებით, ასევე, ბათუმის “დინამოს” მთავარი ლიგის გუნდის ბაზას, კაფეს, ქოლ-ცენტრს… ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ორი სკვერი.

– როგორც ვიცითვალდებულებაში ანგისას ბაზის კეთილმოწყობა გიწერიათ

– დიახ, ასეა. მარტო ინფრასტრუქტურაზე 9 მილიონი უნდა დავხარჯოთ. უნდა მოეწყოს კიდევ ორი მოედანი, საფეხბურთო აკადემია, საცხოვრებელი კორპუსი, სარეაბილიტაციო ცენტრი… საბოლოოდ, უნდა მივიღოთ საქართველოსა და ახლომახლო რეგიონებში საუკეთესო ბაზა.

– ეს საკმაოდ რთული ხომ არ იქნება?

– იოლი არაფრის კეთებაა, ჩვენ კი გვინდა, ბათუმის “დინამო” ევროპული დონის კლუბი გახდეს და ყველაფერი შესაბამისი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, მას ანალოგი არ ექნება.


ასლან ბალაძე და არჩილ ბერიძე


გუნდის გაძლიერება

– თურქეთის სუპერლიგის კლუბ “რიზესფორს” სანაკრებო პაუზაზე ბათუმის “დინამო” წელიწადში ერთხელ სულ ეთამაშებოდამაგრამ ახლა პირველად მოხდარომ ეს სპარინგი ფრედ დასრულდაანუ გუნდი საგრძნობლად გაძლიერდაამ მიმართულებით კიდევ რას გეგმავთ?

– გაძლიერება რომ გვინდა, ეს ფაქტია, რადგან ჩვენ უფრო მაღალი დონის კლუბის ჩამოყალიბება გვსურს. რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშესთან მოლაპარაკება დაწყებულია და მინიმუმ 4 ფეხბურთელს დავიმატებთ – ეს საკითხი განხილვას არც ექვემდებარება!

– თუმცაუკვე მერამდენედ ვრცელდება ხმებითითქოსჯოვინო ფლამარიონის მიმართ სერიოზული ინტერსებია

– ეს ახალი ამბავი არ არის. იყო რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება. ერთი კლუბი 400 ათას ევროს გვთავაზობდა და უარით გავისტუმრეთ. მერე 500 ათასი გვითხრეს, ბოლოს 700-ათასიან წინადადებაზეც უარი ვთქვით. ჯოვინოს აგენტი გიორგი ჩაკვეტაძის მენეჯერი როჯერ ანგოტეა და ცხადია, ფეხბურთელი ასე კარგად რომ თამაშობს, მის მიმართ ინტერესი გაჩნდა.

– ბოლო ინფორმაციითბრაზილიელის ტრანსფერში 1,5 მილიონ ევროზე მეტს იხდიან…

– მე არ დავკონკრეტდები, ვინ რას იხდის, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზული ინტერესი არსებობს და ჩვენი ლიგის კვალობაზე, სოლიდურ თანხასაც გვთავაზობენ. ჩვენ ფეხბურთელის წასვლის წინააღმდეგები ვართ. მაგრამ ყველაფერი კლუბის და თავად მოთამაშის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყდება. ახლა მთავარია თავად მისი პოზიცია.

ინვესტიციები ნამდვილად იდება

– საჩემპიონო ბრძოლა ფინიშს უახლოვდება – 6 ტურიც და ეროვნული ლიგის გამარჯვებული გამოვლინდებაბათუმის “დინამოს” შანსებს როგორ აფასებთ?

– უკომპრომისო ფინიშის მოლოდინში ვართ და აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენი გულშემატკივრების მიერ სტადიონზე გამოფენილ ბანერს – “ყველა მატჩი ფინალია”. გუნდში დიდი შრომა გავწიეთ, ორი წელი საფუძველს ვამზადებდით და იმედია, ამ ბრძოლას ღირსეულად გავაგრძელებთ. თუმცა, ჩემპიონობაზე არანაკლები ჯილდო ჩვენთვის ისაა, ბათუმის “დინამოს” ხალხი რომ დავუბრუნეთ. თბილისის “დინამოსთან” შეხვედრას, გადაუღებელი წვიმის მიუხედავად, მინიმუმ 6 ათასი ადამიანი უყურებდა. ეს დიდი ბედნიერებაა. მაგრამ არ დავმალავ, საწყენი იყო ის ფრაზები, რაც თქვენს გაზეთში წავიკითხე…

– რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანის, ილია კოკაიას სიტყვებს – ქართულ ფეხბურთში ბოლო წლებში კერძო სექტორის ინვესტიცია 800 ათას ლარამდე შემცირდაო. ბატონმა ილიამ “ზესტაფონში” უდიდესი საქმე გააკეთა, ხალხი სტადიონისკენ შეატრიალა და მჯერა, ეს ფრაზა რომ თქვა, საქმის ვითარებაში ბოლომდე გარკვეული არ იქნებოდა.

– თუ საიდუმლო არ არისპირადად თქვენმა ჯგუფმა კლუბში რა თანხები დააბანდა?

– მარტო ჩვენმა ჯგუფმა ინფრასტრუქტურაში სამჯერ მეტი კერძო ინვესტიცია განახორციელა – დაახლოებით, 2,5 მილიონი. ვინმეს ამის დოკუმენტაცია თუ დააინტერესებს, სიამოვნებით, დასამალი რა გვაქვს – კარგის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ახლა კი, ვიმეორებ, ინფრასტრუქტურაში კიდევ 9 მილიონი უნდა დავხარჯოთ, რაც საკონტრაქტო ვალდებულებითაა გათვალისწინებული. ამაში გუნდზე დასახარჯი თანხა არ იგულისხმება – ანუ, ამ კუთხით ფინანსები დამატებით დაიხარჯება.

– მაგრამ ზოგადადკერძო ინვესტიციები ხომ მოკლებულია?

– ვითარება ასეთ მუქ ფერებში ნამდვილად არ არის. პირიქით, სერიოზული ძვრები ხდება და ბევრად წინ ვართ, ვიდრე ბატონი ილიას საუბრიდან ჩანს. ჩვენს გარდა, არიან თბილისის “დინამო”, “საბურთალო”, გორის “დილა” და “ლოკომოტივი”, სადაც გაცილებით მეტი კერძო სახსრები იხარჯება, ვიდრე საბაზისო დაფინანსებით იღებენ. სამწუხაროდ, “ტორპედოში” ვითარება აირია, თორემ მანამდე ინვესტიციები იქაც იდებოდა. როგორც ჩანს, ბატონი ილია ბოლო ინფორმაციებს არ ფლობდა. თავადაც ვიცი ბევრი ფაქტი, რომ კლუბებს სტადიონების კერძო ინვესტიციებით აშენება სურთ და ტერიტორიებს ეძებენ. ბატონ ილიას დიდ პატივს ვცემ და მეგობრულად მოვიწვევ ბათუმში, თავად რომ იხილოს, ბათუმის “დინამო” როგორ ვითარდება და რა პროექტები ხორციელდება.

წყარო: lelo.ge

SHARE