აფრიკის ერთა თასის ბოლო ნახევარფინალისტი ტუნისის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში კაიროს „ალ სალმის“ სტადიონზე დებიუტანტ მადაგასკარს 3:0 მოუგო. ტუნისელები საუკეთესო ოთხეულში 2004 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ.
52-ე წუთზე ანგარიში ნახევარმცველმა სასიმ გახსნა. რვა წუთში მსაკნიმ მეორე ბურთი გაიტანა. მესამე წამატებულ წუთზე კი სლიტიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
14 ივლისს, ტუნისი, ნახევარფინალში ლივერპულელი სადიო მანეს სენეგალს შეხვდება. ამავე დღეს, გვიან მატჩში ალჟირი ნიგერიას დაუპირისპირდება.
წყარო: worldsport.ge