ახალი მოედანი ნაომარ ტერიტორიაზე. გორში ბავშვები სტანდარულ მოედანზე ივარჯიშებენ

465

გორში, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში, იქაური აღსაზრდელებისთვის ბუნებრივსაფარიანი მოედანი განაახლეს. შემოდგომიდან ისინი განახლებულ, ბუნებრივსაფარიან მოედანზე ივარჯიშებენ. სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მწვრთნელები და სპორტსმენებიც არიან ჩართული.

განხორციელდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლებისპროექტი. გორის საფეხბურთო სკოლაში ხელოვნურსაფარიანი მოედანი გვქონდამის გვერდით კიბუნებრივსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყორადგან 700 ბავშვს გადავცდით და ვერვეტევითბუნებრივსაფარიანი მოედნების სიმცირიდან გამომდინარერესურსის გამოყენება და,ფაქტობრივადგამოუსადეგარი სტადიონის სტანდარტებში მოქცევა გადავწყვიტეთსკოლისადმინისტრაციამწვრთნელებიფეხბურთელებიმოკლედყველა ამ იდეის გარშემო გავერთიანდითდა მშვენიერი შედეგიც მივიღეთშემოდგომისთვის გვექნება კიდევ ერთი ბუნებრივსაფარიანიმოედანისადაც ჩვენი სკოლის აღსაზრდელები ივარჯიშებენ“, – ამბობს საფეხბურთო კლუბ “გორის” ხელმძღვანელი გია ისიანი.

გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში არსებულ ბუნებრივსაფარიან მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას,  მოედანზე მაღალი ხარისხის ბალახიც დათესეს და მოედანი გააფართოვეს. სკოლის აღსაზრდელები შემოდგომიდან უკვე სტანდარტულ მოედანზე ივარჯიშებენ. ისიანის თქმით, ბუნებრივ საფარზე თამაშით ბავშვები უკეთ იზრდებიან:

როცა ფეხბურთელი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიშობს და თამაშობს, მისთვის ბუნებრივბალახზე გადართვა და ადაპტირება ძალიან რთულიაამიტომვცდილობთჩვენს აღსაზრდელებსშესაძლებლობების ფარგლებშითანამედროვე პირობები შევუქმნათ არა მხოლოდ წვრთნისარამედინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“.

გორის “დილას” ვეტერანი ფეხბურთელი როლანდ ნასყიდაშვილი იხსენებს: ამ სტადიონზესარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 1966 წელსალიოშა კოტრიკაძემ ჩაატარამას შემდეგსტადიონზე მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ რამდენჯერმე განხორციელდამაგრამასეთი მასშტაბის ღონისძიებები ამ დრომდე არ ჩატარებულა. 2008 წლის ომის დროს კიმოგეხსენებათაქ კარვები იყო გაშლილირამაც თავისი კვალი დატოვა… ამ ფაქტიდან 11 წლის შემდეგჩვენიორგანიზაციის ხელმძღვანელის ინიციატივითა და ხელისუფლების გვერდში დგომითეს ძალიანმნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა“.

გია ისიანის ინფორმაციით, განახლებულ სტადიონზე სარწყავი სისტემის მონტაჟიც იგეგმება. გორის მუნიციპალიტეტის კლუბ “გორის” ხელმძღვანელი ასევე იმედოვნებს, რომ სტადიონზე შესაძლებელი იქნება განათების დამონტაჟებაც და მალე დადგება ის დრო, როცა მომავალი ფეხბურთელები საქართველოში ბუნებრივსაფარიან მოედნებზე გაიზრდებიან. რაც შეეხება უკვე ჩატარებულ სამუშაოებს, ისიანი ამბობს, რომ თანაშრომლების ფიზიკური შრომის პარალელურად, საჭირო ტექნიკით და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებოდნენ ადგილობრივ ხელისუფლება და გორის მაჟორიტარი დეპუტატი.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საფეხბურთო სკოლამ, შესაბამისი კატეგორიის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, 50-ათასლარიანი დაფინანსება მოიპოვა და თანხა კვლავ სკოლის განვითარებისთვის დაიხარჯა, რაც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოგვარებას, ასევე, სხვადასხვა საჭირო ინვენტარის შეძენას გულისხმობდა:

ახლო მომავალშიშესაბამისი ჯგუფები აქტიურ მონიტორინგს კვლავ დაიწყებენ და იმედიაჯგუფისშეფასებების შედეგად ფინანსურ მხარდაჭერას კვლავ მივიღებთბავშვთა ფეხბურთისგანვითარებისთვისაუცილებელიაშესაბამისი სტანდარტების დაცვა და ჩვენი საფეხბურთო სკოლა ამმოთხოვნებს ნამდვილად აკმაყოფილებს“.

ამ დროისთვის, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ეს კონტინგენტი საწვრთნელ ვარჯიშებს სამ ბუნებრივსაფარიან  და რამდენიმე ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადის.

წყარო: lelo.ge

SHARE