ბათუმს მწვრთნელი ეცვლება – ანანიძე რეალურია, ბრაზილიელი გზაშია

335

ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, თბილისის დინამომ მთავარი მწვრთნელი ჩისკო გაუშვა. არაოფიციალური ინფორმაციით, “დედაქალაქელების“ რიგებში კახა ჩხეტიანი მივა.

განსაკუთრებით არეულია სიტუაცია ბათუმის დინამოში. Croco.ge-ის სანდო წყარომ აუწყა, რომ ზღვისპირელები ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ და საქმე თითქმის ბოლოშია გასული.

ანანიძეს სპარტაკში არ დაედგომება, რადგან კლუბის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

წყარო ამტკიცებს, რომ ბათუმელებს ალან სოუსაც შეემატება. 22 წლის ბრაზილიელი, რომელიც იჯარით დანიის მეორე ლიგაში ასპარეზობს, დიდი ალბათობით, საქართველოში ჩამოვა.

იგივე პირის თქმით, ჯოვინო ფლამარიონის ყიდვა ბელგიურ კლუბს უნდოდა, მაგრამ სამხრეთამერიკელი არ გაუშვეს და მინიმუმ ზაფხულის ბოლომდე დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ მის სანაცვლოდ, 1.5 მილიონს იხდიდნენ, ტრანსფერი არ შედგა.

ბოლოს გეტყვით, რომ გეგუჩაძის ინიციატივით მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დიდი ალბათობით, გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნება.

წყარო: croco.ge

SHARE