ავტორიტეტული ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” მეგა ტრანსფერს გეგმავს.
“რეკორდმაისტერის” რადარზე ორი ვარსკვლავია – ლეროი სანე და ოსმან დემბელე.
“ბავარია” აღნიშნულ ფეხბურთელებს არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის შემცვლელად განიხილავს, მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდის ბიუჯეტი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ყიდვას გაწვდება.
“ალიანც არენაზე” უკვე დიდი ხანია ბჭობენ იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანია პრიორიტეტული სამიზნე.
წყარო: goal.ge