ხორვატი თავდამსხმელი შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნში“ დაბრუნდეს.
მაურიციო სარის „იუვენტუსში“ მისვლის შემდეგ, მანჯუკიჩმა შეიტყო, რომ იტალიელი მწვრთნელის გეგმებში არ შედის და ახალი გუნდის მოძიება დაიწყო. თავიდან, ფეხბურთელს დორტმუნდის „ბორუსიას“ უკავშირებდნენ, ახლა კი ჰორიზონტზე „ბაიერნის“ ვარიანტიც გამოჩნდა.
Sport BILD-ის ინფორმაციით, 33 წლის ფეხბურთელს მიუნხენელები რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად და შეტევის ფლანგზე გაძლიერების ვარიანტად განიხილავენ.
მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წელს, „ატლეტიკოდან“ გადაბარგდა. რაც შეეხება „ბაიერნს“, ამ გუნდის რიგებს მანჯუკიჩი 2012-2014 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
წყარო: goal.ge