ბალოტელის პრემიერლიგაში მსურველი გამოუჩნდა

333

თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა “ვესტ ჰემში” გააგრძელოს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

ლონდონური კლუბი მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელს ეძებს, რომელიც “შანხაი შანგანში” გადავიდა.

“ჩაქუჩებს” მთავარი სატრანსფერო სამიზნე კვლავაც “სელტას” შემტევი, მაქსი გომესია.

28 წლის ბალოტელი ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტია. კარიერის მანძილზე მას “ინტერის”, “სიტის”, “მილანის”, “ლივერპულის”, “ნიცასა” და “მარსელის” ღირსება დაუცვია.

 

წყარო: goal.ge

SHARE