დღეს, 24 იანვარს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ბანძუკე განაახლა, რის მიხედვითაც, ჰარუ ბაშოზე მარტის თვეში სუმოისტები იასპარეზებენ.
სუმოს ასოციაციამ ტოჩინოშინი მოსალოდნელზე ნაკლებად დააქვეითა და ქართველმა სეკიტორმა მე-9 მაეგაშირას პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველ ფალავანს კვლავ ტრავმა აწუხებს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესირებს და მარტს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს.
მაკუშიტა დივიზიონში (მესამე ლიგა) ძალიან ცუდი ვითარება გვაქვს, რადგან გაგამარუს სერიოზული ტრავმა აწუხებს და შეიძლება მომავალ ბაშოზე ოსაკაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ის 44-ე პოზიციაზე დაქვეითდა და კიდევ უფრო უარესი რეგრესი მოსალოდნელია.
წყარო: sportall.ge