ბარსელონაში რაღაც ხდება!.. მესი კუმანთან შესახვედრად ბარსელონაში ჩადის…

377

“ბაიერნთან” კატასტროფული 2:8-ის შემდეგ ლიონელ მესი ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემაგზავრა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა – გუნდიდან წავიდა “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემთხვევითი მწვრთნელი კიკე სეტიენი, რომელსაც მალევე მიჰყვა სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი.

სამაგიეროდ, მოვიდა ახალი მწვრთნელი – ძველი ბარსელონელი, კატალონიური გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირადად მომგები რონალდ კუმანი (“სამპდორიასთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი ვის დაავიწყდება?). შეიძლება, ეს ნიშნავდეს იმას, რომ “ბარსაში” ჰოლანდიური სული ბრუნდება…

ჯერ არ ვიცით, როგორ ააწყობს კუმანი ახალ გუნდს. ცხადია, “ბარსელონას” ლიდერმა უნდა იცოდეს მწვრთნელის გეგმები. მაგრამ რა საჭირო იყო ამისთვის შვებულების შეწყვეტა და კუმანთან სასწრაფოდ შეხვედრა?

ეს რომ ჩვეულებრივი გაცნობა იყოს, რა თქმა უნდა, მესის აცლიდნენ დასვენებას, მაგრამ… როგორც ჩანს, ლეო ნამდვილად აპირებს “ბარსელონადან” წასვლას და ამ შეხვედრის მიზანიც სწორედ ის არის, რომ კუმანმა მას ამ განზრახვაზე ხელი უნდა ააღებინოს. დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება მწვრთნელისა და კაპიტნის მუსაიფი…

წყარო: lelo.ge

SHARE