კატალონიის „ბარსელონა“ რუმინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, იანის ჰაჯის გადაბირებით დაინტერესდა. Gazeta Sporturilor-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ მზადაა „ვიტორულს“ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონი ევრო გადაუხადოს.
არაა გამორიცხული ტრანსფერზე მორიგების შემთხვევაში „ბარსამ“ ნიჭიერი ნახევარმცველი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით სხვა გუნდში გაანათხოვროს.
იანის ჰაჯი „ვიტორულის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 45 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში კი 5-ჯერ ითამაშა. მანამდე, იმედისმომცემი რუმინელი ფლორენციის „ფიორენტინაში“ ირიცხებოდა.
აქვე გეტყვით, რომ იანის ჰაჯი ლეგენდარული გეორგე ჰაჯის შვილი გახლავთ, რომელსაც 1994-1996 წლებში „ბარსელონაში“ უთამაშია.
წყარო: worldsport.ge