ბარსელონა მესის მისაღებ ფასად ყიდის!.. ლეოს მამა მანჩესტერში ჩაფრინდა…

505

როგორც ჩანს, “ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის გაყრა გარდაუვალია. AS-ის ინფორმაციით, კატალონიურმა გიგანტმა გადაწყვიტა, ისარგებლოს სიტუაციით, მაქსიმალური სარგებლით გაყიდოს თავისი სიმბოლო და ამით დაფაროს პანდემიით ნაწვნევი ზარალი, ხოლო თანხის ნაწილი ახალი გუნდის შესაქმნელად დახარჯოს.

AS წერს, რომ “ბარსელონა” უკვე მზად არის, მოისმინოს წინადადებები. მაგრამ მესის გასაყიდი თანხა არ იქნება 700 მილიონი ევრო, როგორც გუშინ ცხელ გულზე ითქვა. ცხადია, ამხელა ფულის გადამხდელი არავინ არის. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მესის ტრანსფერის ღირებულება ახალი მსოფლიო რეკორდი იქნება.

“ბარსელონაში” ამბობენ, რომ მესი გაიყიდება იმ შემთხვევაში, თუკი მსურველი კლუბი, სიმბოლურად, 1 ევროთი მეტს გადაიხდის იმაზე, ვიდრე 2017 წელს ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი (222 მლნ ევრო) დაჯდა.

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეოს მამა, ხორხე მესი, მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც “სიტის” ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებას. მოგეხსენებათ, მისი ვაჟის მომავალს კიდევ სამ კლუბს – “ინტერს”, “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ.

წყარო: lelo.ge

SHARE