ბასილაშვილის მაგარი შემობრუნება – ნიკა US OPEN-ის მესამე წრეშია

553

ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში ქართველი ნიკლოზ ბასილაშვილი 18 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (ATP: 394) შეხვდა.

მატჩის ქართველისთვის ცუდად დაიწყო. უკვე მეორე გეიმში ნიკამ საკუთრი მოწოდება დათმო და საბოლოოდ სეტიც 3:6 წააგო.

ამერიკელი ჩოგბურთელის ბრეიკით გაიხსნა მეორე სეტიც, ბრუკსბიმ საკუთარი მოწოდებაც აღმავლობით ჩაატარა, ბასილაშვილმა კი მორიგი საკუთარი ჩაწოდება მშრალად წააგო და ისიე მოხდა, რომ ამერიკელი 4:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში და მეორის სტარტზე ბასილაშვილს 28 უნებლიე შეცდომა ჰქონდა დაშვებული.

ბასილაშვილი მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდა, მან არამარტო დაკარგული მოწოდებები დაიბრუნდა, არამედ დაწინაურდა, საბოლოოდ მეორე სეტში გამარჯვებილის გამოსავლენად საჭირო გახდა ტაი ბრეიკი, რომელშიც უფრო ზუსტი ბასილაშვილი იყო და სეტიც მოიგო 7:6(3) და ანგარიშიც გაათნაბრა.

მესამე სეტი ნიკას ბრეიკით გაიხსნა, მაგრამ მეოთხე გეიმში ბრუკსბიმ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაჩაღდა, ნიკამ მაინც გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა და სეტიც 7:5 მოიგო.

მეოთხე სეტი თავიდანვე ქართველის სრული უპირატესობით დაიწყო და 3:0 დაწინაურდა, საბოლოოდ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭრვებია – 3:6, 7:6, 7:5, 6:2 ბასილაშვილის სასარგებლოდ.

ამრიგად ბასილაშვილმა მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე 25 წლის გერმანელი დომინიკ კიოპფერი (ATP:118) იქნება.

წყარო: lelo.ge

SHARE