ბასილაშვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ცონგა იქნება

672

საფრანგეთში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანმა ტურნირმა. 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის (ATP:17) მეტოქე 29 წლის გერმანელი იანიკ მადენი (ATP:129) იყო.

შეხვედრაში ბასილაშვილი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, პირველ სეტში გერმანელი, ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვა, 6-დან ორი ბრეიკ პოინტი გამოიყენა და 34 წუთში 6:2 მოუგო.

მეორე სეტში გერმანელმა გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია ჩვენებურს, ბრეიკითაც დაწინაურდა, მაგრამ მერვე გეიმში ნიკამ მოახერხა დაკარგული ბრეიკის დაბრუნება და შემდეგ საკუთრი მოწოდებაც მოიგო.

მეორე სეტში გამარჯვებული გამოსავლენად ტაი ბრეიკი დაინიშნა, რომელშიც უფფრო ზუსტი ბასილაშვილი აღმოჩნდა და საბოლოოდ საათსა და 34 წუთში, ორ სეტში, შეხევდრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:2, 7:6 (6).

წყარო: lelo.ge

SHARE