სტარტი აიღო პეკინის ATP 500 რეიტინგის ტურნირმა, რომელიც მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის. მან შარშან მოგებული ტიტული უნდა დაიცვას – შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, ბასილაშვილმა ჩინეთის დედაქალაქში გადამწყვეტ მატჩი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო.
წლევანდელ გათამაშებაში ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ATP რეიტინგის 22-ე ნომერი, 29 წლის არენტინელი გვიდო პელა იყო. აქამდე ეს ჩოგბურთელები ერთხელ იყვნენ შენახვედრი ერთმანეთს – 2018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში ბასილაშვილმა სამხრეთამერიკელი ოთხ სეტში 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4) დაამარცხა.
რაც შეეხება პეკინის მატჩს. თავიდან მეტოქეები ცოტა არ იყოს ფრთხილობდნენ და საკუთარ მოწოდებებს უფრთხილდდებოდნენ, პირველად ბერიკის შანსი მეხუთე გეიმში ქართველ ჩოგბურთელს გაუჩნდა, რაც მეოთხე ცდაზე გამოიყენა კიდეც და სეტის ბოლომდე ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. საბოლოოდ სეტი ნიკას გამარჯვებით 6:5 დასრულდა.
მეორე სეტი, არგენტინელმა უფრო აგრესიულად დაიწყო და მე-4 გეიმში შეძლო კიდეც ბასილაშვილის მოწოდების მოგება, მაგრამ ნიკამ დაკარგული ბრეიკი იქვე დაიბრუნდა.
საკმაოდ დრამატულად წარიმართა მეორე სეტის მე-6 გეიმი ბასილაშვილის მოწოდებაზე. ნიკა 0:40 ჩამორჩა, მაგრამ ქართველმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და საბოლოო ჯამში, 5 ბრეიკის გადარჩენის შემდეგ, მოახერხა გეიმის მოგება.
თამაში კვლავ თანაბარი ორთაბრძოლით გაგრძელდა. 5:5-ზე პელას მოწოდებაზე ბასილაშვილს მეტოქის დაბრეიკების მშვენიერი შანსი გაუჩნდა 40:15 იგებდა, მაგრამ არგენტინელმა მოახერხა გეიმის გადარჩენა და საბოლოდ მეორე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ნიკამ ორი მინი ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ აღარ გასჭირვებია შეხვედრის მოგება 6:4, 7:6(3).
წყარო: lelo.ge