უიმბლდონის ტურნირის 1/64 ფინალში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჯეიმს უორდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
ბასილაშვილს უიმბლდონზე ქულები დასაცავი არ აქ და ყველა გამარჯვება მის სასარგებლოდ აისახება.
შესაბამისად, ქართველმა ჩოგბურთელმა ამ გამარჯვებით ქულები მოიმატა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ლაივ რეიტინგში ბასილა მე-15 ჩოგანია, რაც მის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ შემდეგ მატჩს ის 1/32 ფინალში, ბრიტანელი ევანსის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: goal.ge