ბასილაშვილმა შანხაიში მერვედფინალში გავიდა

588

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას შანხაიში მიმდინარე ATP 1000-იანი რეიტინგის ტურნირზე. მოგეხსენებათ პირველ წრეში ქართველმა მოლდოველი რადუ ალბოტის ბარიერი გადალახა. მეორე წრეში ნიკას მეტოქე 30 წლის ფრანგი ბენუა პერე იყო, რომელთანაც აქამდე ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილს სამი შეხვედრიდან სამივე წაგებული ჰქონდა.

ამჯერად ეს ტრადიცია დაირღვია, ქართველმა სამ სეტში 6:4, 1:6, 6:1 შეძლო გამარჯვების მოპოვება და შანხაის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მის მეტოქეს ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტასა და ავსტრიელი დომინიკ ტიმის შეხვედრა გამოავლენს.

წყარო: lelo.ge

SHARE