ბატისტუტა: ,,1994 წელს საბერძნეთთან 3 გოლი გავიტანე, არცერთი მათგანი არ მახსოვს, მახსოვს მხოლოდ მარადონა”

344

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ბატისტუტამ, ერთმანეთს ლეო მესი და დიეგო მარადონა შეადარა:

,,1994 წელს საბერძნეთის წინააღმდეგ მარადონასთან ერთად ვითამაშე, ის გუნდის კაპიტანი იყო. იმ თამაშში სამი გოლი გავიტანე, მაგრამ არცერთი მათგანი არ მახსოვს… მახსოვს, მხოლოდ დიეგო.

რაც შეეხება მესისა და მარადონას, დიეგო ბევრად უკეთესია, თუმცა ტექნიკით, შესაძლოა, მესი ჯობდეს. ჩემთვის ლეო დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მარადონა კი ისტორიაშია საუკეთესო.

ალბათ, მესის თანაგუნდელები იტყვიან, რომ ის არის უდიდესი, მე მარადონასთან მითამაშია და არა მასთან.” – ბატისტუტას სიტყვებს Marca ციტირებს.

წყარო: setanta.ge

SHARE