ბელგიური გამოცემა – ჩაკვეტაძემ გულშემატკივრებს დევიდი უნდა დაავიწყოს

395

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიურმა „გენტმა“ ვენის „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე დაშავდა და ჯერ უცნობია, ტრავმა რამდენად სერიოზულია.

გენტისთვის“ ქართველი შემტევის მნიშვნელობაზე ბელგიური გამოცემა voetbalprimeur წერს.

„მას შემდეგ, რაც „გენტიდან“ ჯონათან დევიდი წავიდა, გიორგი ჩაკვეტაძემ შანსი მიიღო. ქართველმა გულშემატკივრებს უნდა დაავიწყოს წასული კანადელი. ჩაკვეტაძე ვენის „რაპიდთან“ განსაკუთრებით არ ბრწყინავდა, მაგრამ მეორე გოლი მის მიერ მოპოვებული პენალტის შედეგად გავიდა“, – წერს ბელგიური გამოცემა.

ამასთან, გამოცემა ჩაკვეტაძის ტრავმაზეც წერს:

„ჩაკვეტაძე პენალტის მოპოვების დროს დაშავდა და კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ქართველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეხვდება და გუნდში სანთლის დანთება დასჭირდებათ, რათა ჩაკვეტაძე დროულად მომჯობინდეს და უკრაინელთა წინააღმდეგ ითამაშოს“.

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ავსტრიელებთან მატჩში „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, თავად კი, სამწუხაროდ, თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

 

წყარო: 1tv.ge

SHARE