28 ივნისს, სამი გიორგის – ჩაკვეტაძის, ქვილითაიას და ბერიძის “გენტმა” ამხანაგურ მატჩში 6:1 გაანადგურა მესამე სამოყვარულო დივიზიონის “მერელბეკე”.
ამ შეხვედრაში ანგარიში ქვილითაიამ გახსნა, შემდეგ კი “დოჟადან” დაბრუნებულმა ბერიძემ დუბლი შეასრულა.
სხვათა შორის, ბერიძემ წინა სპარინგშიც გამოიჩინა თავი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, იჯარით აღარ გაუშვებენ.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ტრენაჟორებზე ვარჯიშობს.
და კიდევ: შესაძლოა, “გენტმა” ევროპა ლიგაზე იასპარეზოს. როგორ? განვმარტავთ. თასის ფინალში “გენტი” მეორე ლიგის “მეხელენთან” 1:2 დამარცხდა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა. “მეხელენმა” თასიც მოიგო, ევროპა ლიგის
საგზურიც მოიპოვა და ბელგიის ელიტურ დივიზიონშიც დაბრუნდა, მაგრამ თამაშების ჩაწყობა დაუმტკიცდა, მეორე ლიგაში დატოვეს და ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლებაც ჩამოართვეს.
ჯერ ზუსტად ცნობილი არაა, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე, “მეხელენის” ადგილი ევროპა ლიგაზე “გენტმა” უნდა დაიკავოს.
წყარო: sportall.ge