“ინდიანა პეისერსმა”, რომლის ღირსებასაც 20 წლის ქართველი, გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ს ახალდაწყებულ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მიჯრით წაგებული 3 მატჩის შემდეგ ინდიანელები ნიუ იორკში ბრუკლინ ნეთსს შეხვდნენ და 118:108 დაამარცხეს. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა, მაილს ტერმნერმა პირველ პერიოდში კოჭი გადაიბრუნა და 10-წუთიანი თამაშის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა, თუმცა ის სათამაშო დრო, რაც მისი არყოფნით ცენტრის პოზიციაზე გამოთავისუფლდა, ქართველ ცენტრზე არ გადანაწილებულა.
ბითაძე მოედანზე გავიდა, თუმცა მხოლოდ 8:32 წუთით. ქართველმა ცენტრმა ერთადერთხელ, არაზუსტად შეუტია და შეხვედრა თითო მოხსნა-პასი-დაფარებით დაასრულა. ტერრნერმა მოედანზე ყოფნის პერიოდში 7 ქულის და 2 მოხსნის მითვლა მოასწრო, საუკეთესო შედეგი კი დომანტას საბონისმა დააფიქსირა – 29 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი,. 25 ქულა მიითვალა ჯერემი ლემბმა, მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე კი 21 ქულა, 13 პასი და 8 მოხსნა დაგროვდა. ბრუკლინში ტრადიციულად საუკეთესო იყო კაილი ირვინი, რომელმაც ამჯერად 28 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
1 მოგებითა და 3 წაგებით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში 11-13 ადგილებს იყოფს,. შემდეგ მატჩი ბითაძის გუნდს 2 ნოემბერს, ინდიანაპოლისში, კლივლენდთან ელის.
წყარო: lelo.ge