ბითაძე 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

554

“ინდიანა პეისერსიდან” ძველებური ამბები მოდის: გუნდში კვალავაც ვერ ირჯება სავიზო პრობლემებით გაწამებული გოგა ბითაძე, ინდიანელები კი NBA-ს საზაფხულო ლიგაზე მატჩებს უიმედოდ აგებენ.

“პეისერსი” ამჯერად “ატლანტა ჰოუქსს” გაეჯიბრა და 67:87 წააგო. გოგას გუნდმა ყოჩაღად დაიწყო და პირველი მეოთხედი 20:15 მოიგო, შემდეგ კი საქმე უკან წაუვიდა და თამაშის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.
ინდიანელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა სამმა კალათბურთელმა მიითვალა. საუკეთესო ალიზ ჯონსონი იყო 18 ქულით, დევონ აკოონ-პერსელმა 16 ქულა მიითვალა, შიზ ალსტონმა კი – 10.

ამასთანავე, საბოლოოდ დადგინდა ის ნომერი, რომლითაც ქართველი ცენტრი ნბა-ში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ გოგას თავდაპირველად 19-ნომრიანი მაისური გადასცეს, საზაფხულო ლიგაში ის 18 ნომრით შეიყვანეს, ახლა კი, ირკევა, რომ ჩვენებური 88-ე ნომერს მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება, აქამდე, ამგვარი მაისურით ლიგაში მხოლოდ ხუთ კალათბურთელს უთამაშია. ესენი ნიკოლა ბატუმი, ნემანია ბიელიცა, კრისტიან ეიენგა, ალექსეი შვედი და ანტუან უოკერი არიან.
დასასრულ ვთქვათ, რომ “პეისერსი” ლას ვეგასში მიმდინარე საზაფხულო ლიგაში დასკვნით შეხვედრას 12 ივლისს ჩაატარებს, მეტოქედ კი ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “ტორონტო რეპტორსი” ეყოლება.

წყარო: worldsport.ge

SHARE