ორშაბათიდან სტარტს აიღებს ჩოგბურთში ამერიკის ღია პირველობა. როგორც უკვე გაუწყეთ, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.
ახლა კი გვინდა ფრიად სასიხარულო ამბავიც გამცნოთ, ამერიკის ღიაზე, ძირითად ბადეში, ბასილაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს, ქალთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დასძლია 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ (WTA:202).
ვიდრე ძირითად ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებდა, მარიამმა საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წრე გაიარა, პირველ წრეში ამერიკელი ჰაზერ უოტსონი (WTA:101) ორ სეტში 6:4, 6:2 დაამარცხა. ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე სამხრეთკორეელი ნა ლი ჰანი (WTA:163) გახლდათ, რომლის დასამარცხებლად მარიამს სამი სეტი დასჭირდა – 2:6, 6:2, 7:5.
ამრიგად მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამშის უფლება მოიპოვა, სადაც პირველ წრეში მისი მეტოქის 24 წლის ამერიკელი ბერნარდა პერა იქნება (WTA:69).
ბოლქვაძე-პერას შეხვედრა 26 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა დრო შეიძლება შეიცვალოს.
წყარო: lelo.ge