ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

421

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ დღეს ისტორიული რეკორდი დაამყარა.

მოგეხსენებათ, მისმა ნაკრებმა კოპა ამერიკის ფინალში პერუ 3:1 დაამარცხა.

ტიტე გახდა პირველი სპეციალისტი, რომელსაც კოპა ამერიკაც აქვს მოგებული, კოპე ლიბერტადორესიც და კოპა სუდამერიკანაც.

კოპა ლიბერდატორესი მან 2012 წელს, “კორინთიასთან” ერთად მოიგო, კოპა სუდამერიკანა კი 2008 წელს, “ინტერნასიონალთან” ერთად.

 

წყარო: goal.ge

SHARE