„ბრონდბიუ“ საბა ლობჟანიძეს არ ეშვება

346
დანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა B.T. წერს, რომ დანიურ გრანდ “ბრონდბიუს” ქართველი შემტევის, საბა ლობჟანიძის შეძენა ისევ სურს და იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავს “რანდერსს”.
სტატიის მიხედვით, “რანდერსი” შეეცდება, ლობჟანიძე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს, რათა ქართველის ტრანსფერიდან რეალური თანხის აღება შეძლოს.
გასულ ზაფხულს “ბრონდბიუმ” ერთხელ სცადა ლობჟანიძის შეძენა, თუმცა “რანდერსისთვის” შეთავაზებული თანხა ძალიან ცოტა იყო და დაახლოებით, ნახევარ მილიონ ევროდ საბას გაყიდვაზე უარი განაცხადეს. თავად ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება სურს.
წყარო: sportall.ge
SHARE