გაბრიელ ჟესუსი კოპა ამერიკას ისტორიაში უცნაური ფაქტით შევიდა

421

ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ჟესუსი კოპა ამერიკის ფინალში გააძევეს.

სანამ ჟესუსს წითელ ბარათს აჩვენებდნენ, მან გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

ის კოპა ამერიკას ისტორიაში უცნაური ფაქტით შევიდა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალური მატჩი ბრაზილიამ პერუსთან 3:1 მოიგო.

 

წყარო: goal.ge

SHARE