ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ “ფეისბუქზე” პოსტს აქვეყნებს და იაპონელ გულშემატკივარს სთხოვს, იმოგზაურონ საქართველოში.
გაგამ, ტექსტთან და ფოტოებთან ერთად მოკლე ვიდეოც ატვირთა, რომელშიც იაპონურ ენაზე მოუწოდებს ფანებს ჩამოვიდნენ საქართველოში.
ონლაინ კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. აღნიშნულ აქციაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო, მათ შორის ცნობილი სპორტსმენებიც არიან.
წყარო: sportall.ge