გარდაიცვალა რეალის, ატლეტიკოსა და ბარსელონას ლეგენდარული მწვრთნელი

411

“რეალის”, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყოფილი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული სერბი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება.

“ატლეტიკოს” სპორტული ოჯახი დამწუხრებულია ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ლეგენდარული მწვრთნელის, რადომირ ანტიჩის გარდაცვალების გამო. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში”, – წერს “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდი.

ანტიჩი განსაკუთრებული მწვრთნელია იმ მხრივ, რომ სხვადასხვა დროს სამ ესპანურ გრანდს უხელმძღვანელა. მისი თავკაცობით, “ატლეტიკომ” 1995/96 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და ქვეყნის თასი მოიგო.

ფეხბურთელობის ჟამს ანტიჩმა ბელგრადის “პარტიზანში”, “ფენერბაჰჩესა” და “სარაგოსაში” ითამაშა.

წყარო: lelo.ge

SHARE