25 ივლისს,ქართველების “გენტმა”, რომელშიც არა და არ დაადგა საშველი სამივე ჩვენებურის თამაშს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე 6:3 მოუგო რუმინეთის “ვიტორულს”.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ბერიძე, რომელიც 6 გოლით წინასასეზონო შეკრებაზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო, 62-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.
გიორგი ქვილითაიას მცირე ტრავმა აქვს, მუხლზე ნაოპერაციები გიორგი ჩაკვეტაძე კი შემოდგომამდე ვერ შეძლებს თამაშს.
გენტი. “ჩელამგო-არენა”
გენტი – ვიტორული 6:3
გოლები: 1:0 ასარე (4), 2:0 დეჟაეჯერე (13), 2:1 მლადენი (21), 3:1 კუბო (35), 4:1 იარემჩუკი (42, პენ), 5:1 კუბო (45), 6:1 იარემჩუკი (51), 6:2 ტირუ (56), 6:3 ტირუ (61)
წყარო: sportall.ge