გიორგი ბერიძეს ვერ აჩერებენ – 6 გოლი 4 მატჩში!

454

გიორგი ბერიძე „გენტში“ შეუჩერებელია! ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ გუნდს იჯარის შემდეგ დაუბრუნდა და წინასასეზონო შეკრებაზე ისეთ თამაშს აჩვენებს, ძნელად სავარაუდოა კვლავ გაანათხოვრონ.

„გენტმა“ მორიგი სპარინგი სალონიკის „არისის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:0 მოიგო. თავიდანვე გეტყვით, რომ ბერიძემ და გიორგი ქვილითაიამ 75-ე წუთამდე ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

ამ შეხვედრაშ კი ანგარიში ბერიძემ გახსნა და თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა. ცნობისთვის, ეს ქართველი შემტევის მე-6 გოლი იყო მეოთხე ამხანაგურ მატჩში.

წყარო: worldsport.ge

SHARE