იტალიურ „ნაპოლის“ გიორგი ჩაკვეტაძე დაუკავშირეს. Eurocalciomercato-ს ინფორმაციით, ჯენარო გატუზო იანვრის სატრანსფერო ბაზარზე შემადგენლობას გაძლიერებას ითხოვს, განსაკუთრებით ნახევარდაცვის ხაზში.
ნეაპოლელთა მთავარი სამიზნე ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ლუკას ტორეირაა, მაგრამ ურუგვაელის „სან პაოლოზე“ გადასვლის საკითხი საკმაოდ გართულებულია.
ამიტომ, „ნაპოლი“ სათადარიგო ვარიანტებზე ფიქრობს. აღნიშნული გამოცემის ცნობით, თუ ტორეირასთან გარიგება ვერ მოხერხდება, იტალიელები ბელგიური „გენტის“ ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე იზრუნებენ.
გიორგიმ „გენტთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მისი სავარაუდო ღირებულება კი 9 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა და მიმდინარე სეზონში სამი თამაშიც ჩატარება მოახერხა.
წყარო: worldsport.ge