გიორგი ჩაკვეტაძით „ვალენსია“ ინტერესდება

350
მექსიკური სპორტული საიტი TodoFichajes-ის ცნობით, “გენტის” ქართველის შემტევით ესპანური “ვალენსია” ინტერსდება და გუნდის გაძლიერების ერთ-ერთ შესაძლებლობად განიხილავს.
როგორც სტატიაში წერია, TodoFichajes-მა მიიღო ეს ინფორმაცია და “ვალენსიას” სპორტული დირექტორატს დღის წესრიგში გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა აქვს. მათივე ინფორმაციით, ესპანური კლუბი უკვე დაუკავშირდა “გენტს” და ბელგიელებს, დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ფარგლებში სურთ ჩაკვეტაძის გაყიდვა.
ძნელი სათქმელია, რამდენად სარწმუნოა აღნიშნული ინფორმაცია, რადგან მას მხოლოდ 1 საიტი ავრცელებს და ისიც, პოპულარობით არ გამოირჩევა. აღნიშნული საიტი გარკვეული დროის წინ წერდა, რომ ჩაკვეტაძის თაობაზე მოლაპარაკებები “ნაპოლიმ” დაიწყოო…
წყარო: sportall.ge
SHARE