გიორგი ჭანტურია… ამას ვინ წარმოიდგენდა…

453

ბოლო დროის ქართული ფეხბურთის ერთერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი დღეს უკლუბოდააუკლუბოდაა მას შემდეგრაც რუსული “ურალი” დატოვაარადაასე არ უნდა იყოსძალიანძალიან ბევრი ფეხბურთელი თამაშობს დღეს ფეხბურთსრომელიც ნიჭითა და გაქანებით ახლოსაც ვერ მივა გიორგი ჭანტურიასთან

…უმიზეზოდ არაფერი ხდება ფეხბურთსა და ცხოვრებაში და ამასაც აქვს თავისი მიზეზი: ალბათ, რაღაც ისე ვერ გაკეთდა თავის დროზე. ალბათ, ვიღაცამ რაღაც დააკლო. ალბათ, ვერც თავად გიორგი ჭანტურია აღმოჩნდა ისეთი პროფესიონალი, როგორიც უნდა ყოფილიყო…

თავის დროზე, როცა გიორგი დევდარიანის გაწვრთნილ ნაკრებს ვუყურებდი, ასე მეგონა: ქართულ ფეხბურთში, საქართველოს ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში უნდა მოხსნილიყო ლიდერის პრობლემა და ეს ლიდერი უნდა ყოფილიყო სწორედ გიორგი ჭანტურია!

მაშინ მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა: “ბარსელონას” მაისურა ეცვა, ყველას და ყველაფერს ატყუებდა გზად და გოლი გოლზე გაჰქონდა…

სად დაუშვა გიორგიმ შეცდომა? თქმა რად უნდა, ბევრ ქართველ ფეხბურთელს აკლია პროფესიონალიზმი და, ალბათ, მათ რიგებში ჭანტურიაც არის, მაგრამ ამ ამბავში არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა რამ მგონია – მან ძალიან იჩქარა, როცა “ბარსა” დატოვა და არნემის (ჰოლანდია) “ვიტესში” გადავიდა.

გვესმის, მან მიიღო კარტ-ბლანში კაცების ფეხბურთში და ჰოლანდიის ჩემპიონატში თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ… მაგრამ “ბარსაში” მას სულ სხვანაირად გაზრდიდნენ, სხვანაირ პროფესიონალად ჩამოაყალიბებდნენ და, ვფიქრობ, შორს არ იქნებოდა ის დროც, როცა “ბარსას” ძირითად გუნდშიც მიიღებდა შანსს…

ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, თუ როგორ შეიძლება დაუშვას დაღმართზე ფეხბურთელის კარიერა ერთმა შეცდომამ, ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ. და რა რჩება აქედან? რჩება სინანული კიდევ ერთი გაფლანგული, გამოუყენებელი ნიჭის გამო…

არ ვიცი, რა მდგომარეობაშია დღეს ჭანტურია. ცოტა ხნის წინ ვიცოდით, რომ ბოლო დროს თურქეთის მეორე ლიგის ერთ-ერთ კლუბში ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ… ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ის კი ვიცი, რომ მისთვის, ალბათ, ბოლო შანსის დრო დგება, რადგან ეს დაწყევლილი დრო ელვის სისწრაფით გარბის…

ჰოდა, გიორგიმ აუცილებლად უნდა იპოვოს გუნდი. უნდა იპოვოს, თუ მას უნდა ფეხბურთის თამაში. უნდა იპოვოს თუნდაც საქართველოში, რადგან უცხოეთში ტყუილ კალმასობას საქართველოში თამაში სჯობია. უნდა იპოვოს, თუ ისევ ფეხბურთელად თვლის საკუთარ თავს, დანარჩენი მალე უნდა გამოჩნდეს. აკი დავწერე, დრო აღარ ითმენს-მეთქი…

წყარო: lelo.ge

SHARE