გოგიტა არქანიას ბრინჯაოს მედალი ევროპულ თამაშებზე

520

ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +84 კგ წონით კატეგორიაში ჩვენებურმა B ჯგუფიდან 1 გამარჯვებითა და 2 ფრით ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა.

ფინალისთვის ბრძოლაში ჩვენებური აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

მიუხედავად მარცხისა, გოგიტამ მედალი უკვე გაინაღდა, რადგან კარატეში ნახევარფინალში წაგება ბრინჯაოს მედლის ტოლფასია. საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 26 მედალი აქვს მოპოვებული – 6 ოქრო, 7 ვერცხლი, 13 ბრინჯაო.

 

 

წყარო: worldsport.ge

SHARE