რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა, – გვატყობინებს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი.
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. გოდერძიმ თავი აკვრაშიც გამოიჩინა – 144/149/153 კგ-ის დაძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ბერდელიძეს ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა – 277 კგ და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში 144 კგ დაძლია და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. საქართველოს ნაკრების წევრმა აკვრაში 167 კგ-ით მეექვსე შედეგი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 311 კგ და მეოთხე ადგილია.
წყარო: lelo.ge