ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იტალიის ნაკრებმა პალერმოს “რენცო ბარბერაზე” 9:1 მოუგო სომხეთის ეროვნულ გუნდს და სამდღიანი ინტერვალით მე-2 რეკორდი დაამაყარა. ბოსნიაში გამარჯვებით (3:0) “სკუადრა აძურას” ერთ კალენდარულ წელიწადში ზედიზედ მე-10 მოგებას მოუყარა თავი, რაც აბსოლუტური რეკორდი გახდა.
სომხეთთან მოგება კი რობერტო მანჩინის გუნდისთვის ზედიზედ მეთერთმეტეა და ეს უკვე საერთო რეკორდია მიჯრით გამარჯვებების ნომინაციაში. რაც შეეხება 9 გოლს. დაგვეთანხმებით, იტალიის ნაკრები არასოდეს იყო გამორჩეული დიდი შედეგიანობით, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის ადრეულ წლებს, როცა ზოგადად შედეგიანობა იყო მაღალი…
დავუბრუნდეთ 9 გოლს. აქამდე, იტალიის ნაკრებმა ამდენი ბურთი ერთ თამაშში 71 წლის წინ, 1948 წელს შეყარა აშშ-ს კარში – 9:0. მანამდე იყო იტალია-საფრანეგთი 9-4 მილანში, 1920 წლის 18 იანვარს.
ერთ თამაშში გატანილი გოლების რაოდენობით კი იტალიელებისთვის რეკორდული იყო 1928 წლის 9 ივნისის მატჩი ამსტერდამში, ოლიმპიადაზე, როცა “სკუადრა აძურამ” 11:3 მოუგო ეგვიპტეს.
ისე, როგორი უცნაურია, რომ 9:1 მოიგო და ამ მოგებაში არაფერი იყოს რეკორდული – არც გოლების რაოდენობა და არც სხვაობა.
რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, მის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული მატჩია და ყველაზე მეტი გაშვებული გოლია ერთ მატჩში. საინტერესოა, რომ მანამდე ჩვენი მეზობლებისთვის ანტირეკორდი იყო ჩილესა და საქართველოსთან 1997 წლის დასაწყისში, ორთვიანი ინტერვალით წაგებული ორი ამხანაგური მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 0:7.
წყარო: lelo.ge