„მანჩესტერ სიტის“ ვეტერანი ესპანელი ნახევარმცველი დავიდ სილვა თითქმის გადაწყვეტილია, რომ კარიერას რომის „ლაციოში“ გააგრძელებს.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მომდევნო ნაბიჯი კონტრაქტის გაფორმება იქნება. სილვა „არიწვებთან“ 3-წლიან ხელშეკრულებას გაფორმებს და რომში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
ესპანელმა წინადადებები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და აშშ-დანაც მიიღო, მაგრამ მას ევროპაში დარჩენის სურვილი ჰქონდა, რაც იტალიაში გადაბარგებაში გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.
დავიდ სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2010 წლიდან თამაშობდა, გასულ სეზონში კი 38 თამაშში 6 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა. „ლაციოს“ რაც შეეხება, 2007 წლის შემდეგ პირველად სიმონე ინძაგის გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
წყარო: worldsport.ge