დანი ალვეში შესაძლოა „სიტიში“ გადავიდეს

383

ბრაზილიის ნაკრების მცველი დანი ალვეში შესაძლოა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდეს. Globo Esporte-ს ცნობით, „ქალაქელები“ სამხრეთ ამერიკელის გაფორმებაზე სერიოზულად ფიქრობენ და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მის წარმომადგენლებს შეხვდნენ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ დანი ალვეშს „სიტიში“ გადასვლა 2016 წელსაც შეეძლო, მაგრამ მაშინ „იუვენტუსი“ აირჩია, რომელიც ერთი სეზონის შემდეგ დატოვა. ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კი ბრაზილიელს კარგად იცნობს, რადგან „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტია. “სიტის” გარდა 37 წლის მცველს “სევილიასა” და “ინტერს” უკავშირებენ.

წყარო: worldsport.ge

SHARE