ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე “ინდიანას” შემადგენლობაში 2019 წლის საზაფხულო ლიგაზე იასპარეზებს.
“პეისერსმა” საზაფხულო ლიგის განაცხადი გამოაქვყენდა, სადაც ქართველი ცენტრიც არის.
ლას ვეგასში გამგზავრებამდე “პეისერსის” გუნდი “სენტ ვინსენტის” ცენტრში 1-დან 4 ივლისამდე მოემზადება. გუნდს კი სტივ გენსი გაწვრთნის.
პირველ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 7 ივლისს “მემფის” წინააღმდეგ ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს. მომდევნო შეხვედრა “დეტროიტთან” 9 ივლისს ჩვენი დროით 01:00 საათზე ჩატარდება. 10 ივლისს “ინდიანა” 01:30 საათზე “ატლანტას” დაუპირისპირდება. 12 ივლისს “პეისერსი” “ტორონტოს” 02:00 საათზე დაუპირისპირდება.
წყარო: sportall.ge