დე ლიხტი „იუვენტუსის“ შესახებ

328

„იუვენტუსის“ ჭაბუკმა ახალწევეულმა, მატეის დე ლიხტმა, ჟურნალისტებს ახალი კლუბის და პარტნიორების შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება.

„ძალიან კარგი პარტნიორები მყავს. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ყოველ დღე მათგან ბევრს ვსწავლობ. გარშემო ბევრი გამოცდილი მოთამაშეა და ეს განსაკურებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.

რონალდუ არ იყო მთავარი ფაქტორი, რატომაც ტურინში გადმოვედი. სხვა ბევრმა ფაქტორმაც განსაზღვრა ჩემი იტალიაში გადმოსვლა. თუმცა, სასიამოვნოა, როცა ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიც კრიშტიანუა, შენზე რაღაცას იტყვის.“ – ციტირებს დე ლიხტის სიტყვებს Tuttosport.

წყარო: worldsport.ge

SHARE