დიდი აღიარება – გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმერა ლიგის…

401
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმერა ლიგის ოქტომბერ-ნოემბრის მონაკვეთის 3 საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური სპორტული საიტი futebol365.pt ავრცელებს.

 

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები იღებდნენ, პირველ ადგილზე “პორტუსა” და არგენტინის ნაკრების კარის დარაჯი ავგუსტინ მარჩესინი გავიდა. სამხრეთამერიკელმა ხმების 37.61% მიიღო. მეორე ადგილზე “ბენფიკასა” და საბერძნეთის ნაკრების მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი იყო ხმების 26.50%-ით. გიორგი მაკარიძეს კი ხმების 11.11% ერგო და მესამე ადგილზე გავიდა.

 

ნამდვილად დიდი მიღწევაა, როცა ლიგაში დასარჩენად მოთამაშე გუნდის მეკარე ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებს შორის სახელდება. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 13 შეხვედრიდან 7-ში შეინახა. მასზე უკეთესი მაჩვენებლები ზემოთ ჩამოთვლილ მეკარეებს აქვთ. ვლახოდიმოსმა გოლი 9 თამაშში არ გაუშვა, ხოლო მარჩესინმა – 8-ში. გაშვებული გოლებით მაკარიძე ასევე ამ ორ მეკარეს ჩამორჩება, თუმცა ეს გასაკვირი არაა, თუ იმ გუნდებს გავითვალისწინებთ, სადაც ისინი თამაშობენ.
წყარო: sportall.ge
SHARE